ორი სამხედროს ძებნა დილიდან განახლდა

შავ ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან ისევ განახლდა.

გონიოს სანაპირო ზოლში ქართველ სამხედრო მყვინთავებთნ ერთად სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში თურქეთის შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთვნენ. დაკარგული კურსანტის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალებიც.

სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე საზღვაო ზოლში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ.

გონიოს სანაპირო ზოლში ქართველი სამხედრო მყვინთავების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მესამე დღეა, გრძელდება. თუმცა მაშველებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს 26 წლის იაგო შარაძისა და 24 წლის გიორგი ნანიტაშვილის პოვნა.

banner
წინა სტატიაში“თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ