ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები ჩერთო

გონიოში ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები ჩერთო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სამინისტროს გაცხადებაშია აღნიშნული, გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

“საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინიციატივით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები, რომლებიც საქართველოში ,,Jackal Stone 2016”-ის ორმხრივი წვრთნების ფარგლებში იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს, აღიკვეთება
შემდეგი სტატია“ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი დაშინების მცდელობა” -ნოდარ ხარშილაძე ოსეთში დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო სწავლებაზე საუბრობს