ეკა ბესელია: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს, აღიკვეთება

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ მოკლე, ძალიან ეფექტური გზით მივაღწიეთ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლითაც პოლიტიკურ პარტია „ცენტრისტებს“ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. ხელისუფლებამ გამოიყენა ეს შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული გზა: ჯერ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა რეგისტრაციაში გატარებაზე არაუფლებამოსილ პირებს, ხოლო ამის საფუძველზე ჩვენ გუშინვე გავაკეთეთ მიმართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე, რომელმაც საბოლოოდ უარი უთხრა რეგისტრაციაში გატარებაზე არაუფლებამოსილ პირებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას და ამ დროისთვის პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. ამ დროისათვის ვითარება შემდეგია, ჩვენ კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დავაყენეთ.

ეს შედეგი ნიშნავს იმას, რომ პარტიის წარმომადგენლები რომლებიც უკვე არაუფლებამოსილი პირები არიან, ისინი ვერ წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ სუბიექტს და ვერც ეს პოლიტიკური სუბიექტი იქნება საარჩევნო პროცესის მონაწილე.

ჩვენი პოზიციაა, რომ მომავალში თუ იქნება მსგავსი ტიპის ქმედებები რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას ზიანს მიაყენებს ნებისმიერი კანონიერი, ხაზს ვუსვამ კანონიერი და სამართლებრივი გზებით ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს იყოს აღკვეთილი“, – აცხადებს ბესელია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნასა და მათი საქმიანობის გაუქმებას არაერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა. ხმაური ბედუკაძის პარტიის ირგვლივ მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი გავიდა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : საპარლამენტო უმრავლესობას ბიუროს სხდომაზე მისვლის პრობლემა არ აქვს
შემდეგი სტატიაორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები ჩერთო