ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 3 იანვარს დაბა თიანეთში დ.პ., წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ო.შ.-ს და ვ.ო.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, ო.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა და დანით ვ.ო.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ვ.ო. ადგილზე გარდაიცვალა.

“დ.პ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისა და ვ.ო.-სთან სტუმრად მყოფი ო.შ.-ს მკვლელობის გაადვილების მიზნით, იქვე მყოფ ნ.ა-ს გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან მხრის, ხოლო ო.შ.-ს სახის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად ო.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.პ. 2019 წლის 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმშენებლობაზე დაღუპული მუშა ხარაგაულში – “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძე : წელიწად-ნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი