მშენებლობაზე დაღუპული მუშა ხარაგაულში – “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში სამშენებლო გვირაბში რამდენიმე დღის წინ მუშა დაიღუპა.

“გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავამ შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ჟურნალისტებს წარუდგინა
შემდეგი სტატიაორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა