„ორღობე “სამხარაული” -ს დასკვნა საჯაროდ არ ვიცი, ვნახოთ, ჯერ “მეცნიერების მწვერვალებით“ ვტკბებით“ – მარიამ ჯიშკარიანი

„ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიმა ჯიშკარიანი სამხარაულის მიერ „ემპათიის“ ექსპერტიზის ექსპერტიზას ეხმაურება და სოცქსელში წერს:

„ნევროლოგია და გასტროენტეროლოგია საერთოდ ვის დასკვნაზე და რომელ პაციენტზე წერია, გაუგებარია, წაკითხულიც არ აქვთ “ემპათია” -ს დასკვნა 8 დეკემბრის მდგომარეობით. ასე რომ, ალბათ, არ ვიცი ვიმსჯელებთ, დავდოთ თუ არა მთელი ემპათიის დასკვნა და ზედ დავადოთ შპს. ორღობე “სამხარაული” -ს დასკვნა საჯაროდ არ ვიცი, ვნახოთ, ჯერ “მეცნიერების მწვერვალებით’ ვტკბებით. ასე მაგალითად, ნ. კეკელიძე, წერს, რომ მალაბსორბციას ახასიათებს დიარეა და წონაში კლება, მაგრამ პაციენტს ეს არ ჰქონიაო – განვმარტავ პაციენტი კლინიკა “ვივამედში” შესვლამდე იყო 104 კგ. ახლა არის 68 კგ. – კაკაბაძის აზრით წონაში არ დაუკლია. ციხეში შესვლისას იყო 115 კგ. ახლა არის 68, მაგრამ – არ დაუკლია., 3000 გვ. შეისწავლა 10/01/2023 – ში – გასტროენტეროლოგმა კეკელიძემ. ამ პერიოდში ცენტრი “ემპათია” -ს დასკვნაში, რაც მთავარია, მალაბსორბციის დიაგნოზი არ ეწერა. ნევროლოგი კაკაბაძე, რომელმაც ასევე 1 დღეში – 18/01/2023 შეისწავალა 3000 გვერდი, აცხადებს, რომ ატაქსია არ არის, როცა ყველა ნევროლოგის, თუ კი ვინმემ ნახა მიხეილ სააკაშვილი, კონსულტაციაში ატაქსია წერია, ხოლო ატაქსია მას გაიგივებული აქვს მენტალური ფუნქციების ტლანქ მოშლასთან. ამ და სხვა საინტერესო თემებით მალე დაგიბრუნდებით.“

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ბახმუტთან ორკების საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს