“ოქრუაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, ვის ხელში იყო სახელმწიფო და როგორი წესებით იმართებოდა” – თალაკვაძე

ოქრუაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, ვის ხელში იყო სახელმწიფო და როგორი წესებით იმართებოდა-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა საზოგადოებაში საკმაოდ იუმორისტული განწყობებიც გამოიწვია.

„ამ დღეებში განმავლობაში ვადევნებდი თვალს ბატონი ოქრუაშვილის ხელახალ დებიუტს საჯარო სივრცეში. ვფიქრობ, მისმა გამოსვლებმა კიდევ ერთხელ მთელ საზოგადოებას დაანახა, ვის ხელში იყო რეალურად სახელმწიფო, როგორც ფუნქციონირებდა, როგორ ლოგიკით და როგორი თამაშის წესებით მუშაობდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. მისმა გამოსვლებმა საზოგადოებას დაანახა, რომ არ შეიძლება იმას, რაც იყო და იმ სახელისუფლებო გუნდს, რომლის წევრიც იყო ოქრუაშვილი, რაიმე საერთო ჰქონდა ქვეყნის დემოკრატიულ მართვასთან კანონის პატივისცემასთან და სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ფაქტია, რომ ოქრუაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, ვის ხელში იყო სახელმწიფო და როგორი წესებით იმართებოდა. მისი განცხადებების შემდეგ არანაირი ილუზია აღარ რჩება, რომ სახელმწიფო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მას მართავდა, კანონს სცემდნენ პატივს, დემოკრატიული პრინციპები იყო მნიშვნელოვანი და კერძო სექტორი იყო ხელშეუხებელი, ეს არის ის, რაზეც ღიმილისმომგვრელად საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე არიან დაბარებული
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს