მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე არიან დაბარებული

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის დადგენილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყო. ამჟამად ის მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება და კომენტარს სავარაუდოდ ერთ საათში გააკეთებს. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე არიან დაბარებული.

ამ დროისთვის, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, გამოცხადდებიან თუ არა ბრალდებულები პროკურატურაში, თუმცა აცხადებს, რომ თავად უწყებაში მივა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიTBC ბანკის საქმე – პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა
შემდეგი სტატია“ოქრუაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, ვის ხელში იყო სახელმწიფო და როგორი წესებით იმართებოდა” – თალაკვაძე