ოპოზიციის ბრალდებებს კახა კალაძე იუმორით და საპასუხო სატელეფონო საუბრით პასუხობს

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლას ეხება, კახა კალაძე ხუმრობით გამოეხმაურა. კახა კალაძე ჟურნალისტებს საპასუხო სატელეფონო ჩანაწერი წარუდგინა.

მისი თქმით, ამ ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეკავენ სატრანსპორტო კომპანიაში და მითითებას აძლევენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი.

ჩანაწერში კახა კალაძე, სავარაუდოდ, მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ესაუბრება.

„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და მგონია, რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს, ახლა მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს:

“- გიორგი ხართ ხომ?

– დიახ, გისმენთ

– სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ, თქვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით მოსულები,

– ვიყავით

– ოჯახით ხომ?

– ნათესავები წამოვიყვანეთ

– წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას?“ რა თქმა უნდა

– ხმას ვის აძლევთ გაქვთ ხომ მითითება მიღებული?

– ხმას ვაძლევ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუცია სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. ალბათ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ეს ძალიან ცუდია და საარჩევნო გარემოს აზიანებს,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციამ სატელეფონო ჩანაწერი წარადგინა, სადაც ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

banner
წინა სტატიაშიდავალიანების გრაფიკის დარღვევის გამო „კავკასიას“ ყადაღა ავტომატურად დაედო, თუმცა ინკასო გამოყენებული არ არის
შემდეგი სტატიაბაქრაძე წულუკიანის განცხადებაზე – ეს ის საქციელია, რომელსაც რუსეთის მთავრობის წევრი უცხოეთში სჩადის, როდესაც მას სახელისუფლებო კორუფციაზე აკრიტიკებენ