ოპოზიციამ რუსთავში მერობის ერთიანი კანდიდატი დავით კირკიტაძე წარადგინა

“ტოტალური მარცხი უნდა ვაგემოთ ქართულ ოცნებას 2 ოქტომბერს” – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დავით კირკიტაძის წარდგენაზე.

ოპოზიციამ კირკიტაძე რუსთავის მერობის ერთიან კანდიდატად ოფიციალურად დღეს წარადგინა და რუსთაველებს 2 ოქტომბრის მნიშვნელოვან არჩევნებზე ესაუბრა.

“ერთობის შემთხვევაში შანსი არ აქვს “ოცნებას” აიღოს 40%-ზე მეტი და მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა” – ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე. მისი თქმით, 2 ოქტომბერს ხელისუფლება ლეგიტიმაციის ტესტს ვერ ჩააბარებს.

ეს არის წინაკოალიციური ვითარება – ამბობს “ლელეოს” წევრი საბა ბუაძე ოპოზიციური გაერთიანებაზე და კანდიდატებზე შეთანხმებაზე საუბრისას.

“გავერთიანდით იმისათვის, რომ ცვლილებები მოვიტანოთ თქვენთან ერთად” – ამბობს ბუაძე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, 2 ოქტომბერს უნდა დამარცხდეს ძალა, რომელმაც ქვეყანა უკან დახია

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია სანაიას საქმეზე – ყველაზე საზარელი ცინიზმია