ნიკა გვარამია სანაიას საქმეზე – ყველაზე საზარელი ცინიზმია

“ვახოს ამბავში ყველაზე ცუდი ნაძირლების გამოშვებაც კი არ არის. არა.

ისიც კი არა, რომ ძალადობის მორიგი წახალისების აქტი შედგა. არა.

ყველაზე საზარელი ის ცინიზმია, რომლითაც ოცნების რეჟიმის ჭანჭიკმა დასცინა ამ მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენის მომლოდინე მედიას და საზოგადოებას. ცინიზმი, რომლითაც დღე-დღე გადაითვალა, 6 თვე მიუსაჯა და ზუსტად იმ დღეს ჩანიშნა განაჩენის გამოცხადება, როცა პატიმრობის ვადა იწურებოდა.

თავად განაჩენის სამარცხვინობაზე უარესი, ის სითავხედე და ცინიზმია, რომლითაც ეს ყველაფერი ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა და ამით სისტემის სახელით ყველას დაგვცინა.” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ვახო სანაიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თავდამსხმელებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ რუსთავში მერობის ერთიანი კანდიდატი დავით კირკიტაძე წარადგინა
შემდეგი სტატიამელია – არჩევნების საკითხი ეპიდემიოლოგებზეა დამოკიდებული, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია გამარჯვებაში