რუსთავის2-ის საქმის მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გადახდაზე შეფასებები კეთდება პარლამენტში. სადაც ხელისუფლებასა და მოსამართლეს შორის კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობენ.
,,ევროპული საქართველო“ პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს და შეკითხვები აქვთ დედაქალაქის მერთან.
,,კიდევ ერთი სერიოზული კორუფცია, სკანდალი რომელშიც მერია ეხვევა და ნათელია,რომ დავით ნარმანიას მერად ყოფნის დროს მერიის კორუფციისგან გათავისუფლება შეუძლებელია. წელიწადნახევარია მერია კომპესაციის გაცემაზე უარს ეუბნება დაზარალებულებს, თუმცა აღმოჩნდა,რომ ერთი მოქალქისთვი შესაძლებელი აღმოჩნდა მილიონი ლარის კომპესაციის გადახდა,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
,,ივანიშვილმა ისიც კი არ ქნა, რომ მოსამართლისთვის ქრთამი საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა, ქრთამი გადაახდევინა ნიკა გვარამია საკუთარი ჯიბიდან რომ რუსთავი 2 მიითვისოს,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.