ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა, უნდა გაჩერდეს- მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტელევიზიაში ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა, უნდა გაჩერდეს და ასევე, თანამშრომლების ოპტიმიზაცია მოხდეს. ვასლი მაღლაფერიძის თქმით, გადაცემების გაჩერებისა და ოპტიმიზაციის გარეშე, ტელევიზიის ტექნიკური გადაირაღება, არქივის გაციფრვა და რეგიონული ოფისების ტექნიკური აღჭურვა შეუძლებელი იქნება.მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად, ტელევიზიაში 15 000 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება.

„აქ ყველაზე კვალიციური კადრები მუშაობენ, მაგრამ როგორც იმ ზღაპარშია, ფეხზე რომ წისქვილის ქვა აქვს დადებული და ხელები შეკრული, ამ პირობებში არიან თანამშრომლები. რასაც ესენი აკეთებენ, შეუძლებელია, რომ ტელევიზია დღეს ეთერში გადის. სრულიად ვდგავართ გარდაუვალი ტექნიკური კოლაფსის წინაშე და შესაბამისად, ტექნიკური მიზეზების გამო, მაუწყებლობის შეწყვეტა გვემუქრება. აქ უკვე ტექნიკური წუნის გამო და არა თანამშრომლების გამო, ხშირად ხდება, რომ ტელევიზიაში კადრები მეორდება…

ჩვენ გვაქვს საექსპერტო შემოთავაზება, თემა სადისკუსიოდ გამოგვაქვს. ჩვენ სხვა თანხა არ გვაქვს, 39 მილიონი გვაქვს და ამით ყველა იმ ამოცანის გადაჭრა უნდა შევძლოთ – გადაიარაღება, ოფისები, არქივი და ამავე დროს განვითარება. ამიტომაც, ამ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებლად გასატარებელი ნაბიჯი ის არის, რომ მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემა და წარმოება შეჩერდეს, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა; თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ, ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა.

ოპტიმიზაციის შედეგად, დაახლოებით, 15 000 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება და 2017-19 წლებში დაგეგმილ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე და რეგიონულ ოფისებში, დაახლოებით, 45 მლნ ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია პროკურატურას ,,ნაზღაიძის მილიონის” გამოძიებას სთხოვს
შემდეგი სტატიაალბათ ნაზღაიძე იმას იტყვის, რომ ძმა ოჯახის წევრი არაა-ენმ პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს