ოპერის თეატრში 23 აპრილს ორი რეკვიემის პრემიერა შედგება

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, 23 აპრილს IN MEMORIAM… ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი რეკვიემის პრემიერა შედგება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო ოპერის თეატრიდან აცნობეს, საღამოზე შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემი და ეკა ჭაბაშვილის “რეკვიემი უდანაშაულო მსხვერპლისთვის”.

კონცერტს, გზავნილით „არა ტერორიზმს!“, საქართველოს სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.
მათივე ინფრომაციით, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემს ოპერის ორკესტრსა და გუნდთან ერთად შეასრულებენ სოლისტები: სალომე ჯიქია, ირინა ალექსიძე, ირაკლი მურჯიკნელი და ლეგი იმედაშვილი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში განმარტავენ, მოცარტის რეკვიემის მუსიკალური ხელმძღვანელია სპეციალურად მოწვეული ცნობილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი – ქრისტოფ მაიერი. მაესტრო მსმენელს სრულიად „განსხვავებულ“ რეკვიემს წარუდგენს, რომელიც მიუახლოვდება კომპოზიტორის სტილისა და ეპოქისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერას მაქსიმალურად.
”მოცარტის რეკვიემთან ერთად, 23 აპრილს, ოპერაში თანამედროვე მუსიკა შესრულდება – თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ეკა ჭაბაშვილის „რეკვიემი უდანაშაულო მსხევრპლისთვის“. 90-იანელთა თაობის წარმომადგენელი ამ ნაწარმოებს ომისა და ტერორიზმის უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას უძღვნის,”-აცხადებენ ოპერაში.

ეკა ჭაბაშვილის რეკვიემს ოპერის ორკესტრსა და გუნდთან ერთად შეასრულებენ სოლისტები: ირინა შერაზადიშვილი, თამთა კორძაია, თინათინ მამულაშვილი, თეიმურაზ აზალაძე, ირაკლი მუჯირი.

banner
წინა სტატიაში,,პრემიერმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება”
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა