ოპეკი+ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ნავთობის მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები და მათი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის დღიურ მოპოვებას დღეში 1,2 მილიონ ბარელამდე შეამცირებენ, დონალდ ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად, ნავთობზე ფასებმა დაიწიოს. “ჩვენ 1,2 მილიონ ბარელს შევამცირებთ დღე-ღამეში” – ერაყის ნავთობის მინისტრმა ტამერ ალ-გადბანმა თქვა. ეს მსოფლიო მოპოვების 1%-ზე ოდნავ მეტია.
ოპეკი+-ის წევრები ამდაგვარად ფასის დაჭერას ცდილობენ. ოპეკის ქვეყნები 800 ათასი ბარელით შეამცირებენ წარმოებას, დანარჩენი 400 ათასი ბარელი იმ ქვეყნებზე მოდის, რომლებიც კარტელში არ შედიან – “ბიბისი” წერს.

შეთანხმება ძალაში იანვრიდან შედის და მისი გადახედვა აპრილში მოხდება.

banner
წინა სტატიაშიაღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაგერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი აბორტების და ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია