კიევის ოლქში რუსების მიერ დახვრეტილი და ნაწამები ადამიანების ცხედრები კიდევ აღმოაჩინეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ოლქში დახვრეტილი და ნაწამები მოქალაქეების ცხედრები კიდევ აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ექსჰუმაცია 1 300-ზე მეტ ცხედარს ჩაუტარდა. ცხედრები შემდგომი ექსპერტიზისთვის მორგში გადაასვენეს.

როგორც უკრაინის შსს-ში ამბობენ, 200-ზე მეტი დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიომი შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიალუგანსკის გუბერნატორი – „კადიროველებმა“ სევეროდონეცკში დანაკარგები განიცადეს – უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს უკან ახევინებენ