ომბუდსმენმა „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაში” ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 19, 2017 11:24

ომბუდსმენმა „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაში” ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა.
“საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ ორსულობის გამო შვებულებით სარგებლობის შემდეგ განმცხადებელს მომსახურების ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების ვალდებულებას არ წარმოშობს, თავისი არსით, შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება იყო, ვინაიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იყო, აუცილებელი იყო მის მიერ სამუშაოს პირადად შესრულება, განმცხადებელი ექვემდებარებოდა დამსაქმებელს და ის სამუშაოს გარკვეული ფუნქციური წესების მიხედვით ასრულებდა. ასევე, ქონება, რომელიც აუცილებელი იყო სამუშაოს შესრულებისთვის, კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, აღმოფხვრას დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით”- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 19, 2017 11:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,590
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics