საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში ვიზიტს ეხმაურება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომუშავე საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია თითქოს ე.წ. სამხეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიის პროვინცია პეზარო ე ურბინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ალბერტო დრუგის შეხვდა.

ოფიციალური რომი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ აღნიშნულ შეხვედრას, თუ იგი რეალურად შედგა, ვერ ექნება ოფიციალური ხასიათი.

ჩვენ გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებასთან (UnionCamere), სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე (რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ) თანამშრომლობენ მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან.

მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებას (UnionCamere) მიაწოდებს და მათგან ზემოთხსენებული შეხვედრის შესახებ რეალურ ინფორმაციას გამოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი : რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად
შემდეგი სტატიაომბუდსმენმა „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაში” ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა