შემაკავებელი ორდერი ნინოწმინდის პანსიონის დირექტორისთვის – შსს-ს პასუხი არასამთავრობოებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შსს-მ მათს მოთხოვნას ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დირექტორისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, ორგანიზაციას ვერ მიაწვდიან ინფორმაციას თუ რომელიმე ბავშვის მინდობილობას არ წარადგენენ.

არგანაშვილი განმარტავს, რომ უწყება ორგანიზაციას იზოლირებულად მყოფი ბავშვების იურიდიული დოკუმენტების მოპოვებას სთხოვს.

“შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს გუშინ მივმართეთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დირექტორის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. დღეს გვპასუხობენ, რომ სანამ რომელიმე ბავშვის მინდობილობას არ წარვადგენთ, ვერ გვეტყვიან დაიწყეს თუ არა შემაკავებელის გამოცემაზე მუშაობა.

მინდობილობას გვთხოვენ იმ ბავშვებზე, რომელიც სამი წელი ჩაკეტილები არიან და ნოტარიუსთან კი არა, სკოლაში არ უშვებენ. (მინდობილობის ასაღებად საჭიროა ამ ბავშვების მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ნოტარიუსთან დამოწმებით).

აი, ამიტომ არ უნდა აქო არცერთი სახელმწიფო უწყება, კრიტიკულ მომენტში ასე რომ არ მოიქცნენ.

ჩვენ რა თქმა უნდა მაინც დავიცავთ ბავშვებს, თქვენი ეს ქმედება (უმოქმედობით ბავშვების უფლების დარღვევა) კი ისტორიას და გაეროში საქმისწარმოებას დარჩება”,- წერს ანა არგანაშვილი.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვეს
შემდეგი სტატიაომბუდსმენის ნინოწმინდის პანსიონში შეშვებას “ოცნებაც” ითხოვს