ომბუდსმენი: თუ ბავშვების გაყვანის პროცესი გაჩერდა, მონიტორინგისთვის ჩავალთ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება, ომბუდსმენის მონიტორის ჯგუფი ნინოწმინდაში ჩავა.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ომბუდსმენის აპარატი თავშესაფარში მონიტორინგისგან თავს იკავებდა, რათა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესული გარემო არ შეექმნათ.

“თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ხელისუფლება 8 წელია, თავჩაღუნული დგას
შემდეგი სტატიალომჯარია საპატრიარქოს მიმართავს: მოგვეცით საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა