ლომჯარია საპატრიარქოს მიმართავს: მოგვეცით საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა

“მივმართავ საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა” – ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით საჯაროდ, პირდაპირი ეთერით მიმართა.

“მივმართავ საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, რომ ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ეს იქნება პირველ რიგში ძალიან პოზიტიური, რადგან ბავშვები არიან წნეხის ქვეშ, ამიტომ მოგვეცით მშვიდ გარემოში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და ამის შემდგომ, მზად ვარ, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო მათთან”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: თუ ბავშვების გაყვანის პროცესი გაჩერდა, მონიტორინგისთვის ჩავალთ
შემდეგი სტატიათავშესაფრის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა