გოცირიძე: ხელისუფლება 8 წელია, თავჩაღუნული დგას

საქართველოს ხელისუფლება 8 წელია, თავჩაღუნული დგას, ერთ ადგილას ტკეპნის, ნატო-ს კარზე დაკაკუნებასაც ვერ ბედავს და როგორ უნდა დააკაკუნოს, როცა კარები ღიაა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება 8 წელია, თავჩაღუნული დგას, ერთ ადგილას ტკეპნის, ნატო-ს კარზე დაკაკუნებასაც ვერ ბედავს და როგორ უნდა დააკაკუნოს, როცა კარები ღიაა? ნატო-ს სამიტზე ღია კარის პოლიტიკა კვლავ განმეორდა. შევარდნაძეს შეიძლება, ეთქვა, რომ ნატო-ს კარზე უნდა დავაკუნოთო, მაგრამ 30 წელი გავიდა და საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები საქართველოს აქტუალობას და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას უკარგავს. თუ თავად არ გამოთქვი სურვილი და თავად არ აჩვენე, რომ მზად ხარ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, თუ არ აჩვენე, რომ შენს ქვეყანაში არის სასამართლო და არა ივანიშვილის ჯიხური, არავინ მიგიღებს ნატო-ში. ნატო-ში გაწევრიანებისთვის რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს სურვილი და არ უნდა ვიყურებოდეთ ცალი თვალით რუსეთისკენ“, – აღნიშნა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშივასაძე: ეკლესიაზე შეტევა უკვე კომპლექსურ ხასიათს ატარებს
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: თუ ბავშვების გაყვანის პროცესი გაჩერდა, მონიტორინგისთვის ჩავალთ