ომბუდსმენი – საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი

თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ადამიანების გარდაცვალება რატიმ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს? – აცხადებს სახალხო დამცველი და არჩევნების გადადების აუცილებლობაზე საუბრობს. ნინო ლომჯარას თქმით, მისი მიმართვის ადრესატი პრემიერია, რომელსაც აქვს უფლება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა:

ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერმინისტრი. მას აქვს უფლება, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე მივმართავ ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, რამდენად ელოდებიან არჩენების შემდგ ინფიცირებულების ზრდას და არის თუ არა მზად ჯანდაცვის სექტორი. – ამბობს ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის თქმით, ეპიდემიოლოგებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და გააკეთონ პროგნოზი, ამ პროგნოზის შემდეგ კი პოლიტიკოსებმა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი – ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა ადამიანების სიცოცხლე
შემდეგი სტატიარას ყვება სასამართლოზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ნათესავი