ოლანდმა საფრანგეთისა და “ისლამურ სახელმწიფოს” შორის ომზე ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” მის ქვეყანას ომი გამოუცხადა – ამის შესახებ დღეს Le Figaro წერს.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, მისმა ქვეყანამ “ისლამურ სახლმწიფოსთან” ომი ყველა დაშვებული მეთოდით უნდა აწარმოოს”. მან, ასევე, დღეს ქალაქ სენტ-ეტენ-დიუ-რუვში მომხდარ ფაქტს “ტერაქტის შედეგი” უწოდა.

დღესვე საფრანგეთის პრემიერმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დღეს ეკლესიაზე თავდასხმა მოაწყვეს ნორმანდიის ქალაქ სენტ-ეტენ-დიუ-რუვრში, თავიანთი მოქმედებით “ყველა კათოლიკს ჭრილობა მიაყენეს”. მინისტრმა თავდასხმას “ბარბაროსული” უწოდა. “ჭრილობა მიაყენეს მთელ საფრანგეთს და ყველა კათოლიკს” – განაცხადა მან თავის “ტვიტერზე”.

შემთხვევა დღეს მოხდა. პოლიციამ ორი მამაკაცი მოკლა. ასევე დაიღუპა მათ მიერ მძევლად აყვანილი მღვდელი – “ბიბისი” ავრცელებდა.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებმა მას დანით ყელი გამოჭრეს. ქვეყნის შს სამინისტროს თქმით, კიდევ ერთი მძევალი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სხვა მძევლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. დანებით შეიარაღებულმა მამაკაცებმა ოთხი ან ექვსი (დაუზუსტებელია-რედ) მძევალი აიყვანეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საფრანგეთში თავდასხმები გახშირებულია.
ბოლოს, 14 ივლისს, ნიცაში, სატვირთომ ხალხს გადაუარა, რომლის დროსაც 84 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის პროვოკაციის დროს”
შემდეგი სტატია(video) რადას დეპუტატის თქმით, პორნოს ყურება რადას სხდომის დროს, ძირითადი ინსტინქტია