(video) რადას დეპუტატის თქმით, პორნოს ყურება რადას სხდომის დროს, ძირითადი ინსტინქტია

ურკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ვიაჩესლავ კონსტანტინოვსკმა, პარლამენტის სხდომის დროს პორნოს ყურებას ძირითადი ინსტინქტი უწოდა და თქვა, რომ დარბაზში მიმდინარე კლოუნადით დაღლილია – შესაბამისი განცხადება მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დადო.
“ვაღიარებ, ადგილი შეუსაბამოა. ზოგჯერ, დარბაზში მიმდინარე კლოუნადით ვიღლები. ადამიანები, დეკლარაციების მიხედვით, ისინი, ვინც წმინდა წყალს სვამენ და ცხოვრობენ, როგორც ბატონები, ხალხის კეთილდრეობაზე ლაპარაკობენ – აი, რა არის ნამდვილი პორნოგრაფია” – წერს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კონსტანტინოვსკი პარლამენტის სხდომის დროს პორნოგრაფიას უყურებს და თავის მეგობრებს უგზავნის ბმულებს.

banner
წინა სტატიაშიოლანდმა საფრანგეთისა და “ისლამურ სახელმწიფოს” შორის ომზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაჩვენ არ უნდა ვიარესებოთ, იმიტომ რომ ჩვენი არარსებობა კახა ოქრიაშვილისა და მისი ამფსონებისთვის მყარი გარანტიაა – შეირგონ ნაყაჩაღარი!…