ოლანდმა და მერკელმა პოროშენკოს მინსკის ხელშეკრულების დაცვისკენ მოუწოდეს

ოლანდმა და მერკელმა პოროშენკოს მინსკის ხელშეკრულების დაცვისკენ მოუწოდეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრე პოროშენკოსთან მოლაპარაკება გამართეს. ევროპელმა ლიდერებმა პოროშენკოს მინსკის ხელსეკრულების შესრულების აუცილებლობისკენ მოუწოდეს.
“ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასა და წინააღმდეგობებზე, რომელიც მინსკის ხელშეკრულებას აფერხებს” – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა. “ჩვენ შევახსენეთ, რომ აუცილებელია შეთანხმების პირობების დაცვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმთან და სამხედრო ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერებმა, ანგელა მერკელმა, პეტრე პოროშენკომ, ფრანსუა ოლანდმა და ვლადიმირ პუტინმა “მინსკის ხელშეკრულების” მოქმედება 2016 წლის განმავლობაშიც გააგრძელეს.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია“მზიურის” პარკის ტერიტორიის მოწყობასთან დაკავშირებით მასშტაბური სამუშაოები იწყება