საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს

“საარჩევნო კოდექსზე” მომუშავე ჯგუფს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ინტერფრაქციული ჯგუფის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მიიღეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პრემიერთან მსჯელობის შედეგად შეიქმნა საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც პირველ შეხვედრას 23 მარტს გამართავს.

სამუშაო ჯგუფში იუსტიციის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციიდან მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, ინტერპარტიული ჯგუფის 4 წევრი – მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი და გოჩა თევდორაძე და ყველა ფრაქციიდან თითო წევრი შევა.

საარჩევნო კოდექსზე კონკრეტული გადაწყვეტილებები 15 აპრილამდე უნდა იქნას მიღებული.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად შეაჩერებს ამ უსასტიკეს დანაშაულს “
შემდეგი სტატიაოლანდმა და მერკელმა პოროშენკოს მინსკის ხელშეკრულების დაცვისკენ მოუწოდეს