ოლანდის თქმით, ნიცაში 50-მდე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია

ნიცაში თავდასხმის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში 50-მდე ადამიანია – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა.
ქალაქის საავადმყოფოს მონახულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეს ებრძვიან, ამასთანავე, გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა.
ოლანდის თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ბევრია ბავშვი. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექსტრემისტების მხრიდან დასავლეთის ცივილიზაციასთან ბრძოლა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ადრე ნიცაში სატვირთომ ხალხს გადაუარა, რომლის შედეგადაც დაღუპულია 84.

მანქანას საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნიზელი მოჰამედ ბულელი მართავდა. ის პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
მომხდარი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი. მომხდარზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშიფრანგული მედია ნიცელი ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპროკურორი: სატვირთოში, ნიცაში ბუტაფორიული იარაღები იპოვეს