ფრანგული მედია ნიცელი ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს

ნაბი1ფრანგული მედია ნიცელი ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს.შეგახსენებთ, რომ ნიცას თავდასხმის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში 50-მდე ადამიანია – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა.
ქალაქის საავადმყოფოს მონახულების შემდეგ მან თქვა, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეს ებრძვიან, ამასთანავე, გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა.
ოლანდის თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ბევრია ბავშვი.

შემთხვევა დღეს დილით ადრე ნიცაში მოხდა – სატვირთომ ხალხს გადაუარა, რომლის შედეგადაც დაღუპულია 84.

მანქანას საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნიზელი მოჰამედ ბულელი მართავდა. ის პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
მომხდარი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი. მომხდარზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო გახდა
შემდეგი სტატიაოლანდის თქმით, ნიცაში 50-მდე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია