ოლანდის თმის სტილისტი, მთავრობიდან, თვეში 10 ათას ევროს იღებს ხელფასის სახით

ოლანდის თმის სტილისტი, მთავრობიდან, თვეში 10 ათას ევროს იღებს ხელფასის სახით

3საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან ლე ფოლმა დაადასტურა, რომ ფრანსუა ოლანდის თმის სტილისტი ხელფასის სახით თითქმის 10 ათას ევროს იღებს – დღეს საპარლამენტო არხი LCP ავრცელებს.
“ვადასტურებ, რომ დღეს ელისეის სასახლეს ყავს თმის სტილისტი, რომელიც მანამდე არ ყავდა… რაც შეეხება ანაზრაურებას, ის სწორად გაჟღერდა” – განაცხადა ლე ფოლმა ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ ოლანდამდე პრეზიდენტებს არ ყოლიათ პირადი თმის სტილისტები და ისინი სხვადასხვა ადამიანების მომსახურებით სარგებლობდნენ, რომელთაც, ასევე უხდიდნენ.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, “ამ ადამიანმა საკუთარი სალონი დატოვა და ის 24 საათის განმავლობაში მისაწვდომია” -Le Parisien-ი წერს.
ოლანდის სტილისტის ხელფასი თვეში 9895 ევროა. მთავრობის წევრების თვიური ხელფასი 9940 ევროა, პრეზიდენტის კი – 14 999 ევრო.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის რაიონის სოფელ გუჯარეთში 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაპუტინი ოლანდს და მერკელს ესაუბრა