ლაგოდეხის რაიონის სოფელ გუჯარეთში, ტყესთან ახლოს, ადგილობრივებმა 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი სოფელ თელას მცხოვრებია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა და წინასწარი ვერსიით მან თავი მოიკლა.
“პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. დაოჯახებული იყო და არც ეკომომიკური პრობლემები ჰქონდა. დილას უთქვამს სამსახურში მივდივარო და სახლიდან გასულა. რამდენიმე საათში კი სოფელთან ახლოს მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს”, – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები.
ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და მოკვლევას ლაგოდეხის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.