პუტინი ოლანდს და მერკელს ესაუბრა

პუტინი ოლანდს და მერკელს ესაუბრა

66რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პურინი დღეს ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს – პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან ლე ფოლმა განაცხადა, რომ დიალოგისას მხარეებმა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
ბოლოს, მსგავსი სამმხრივი სატელეფონო დიალოგი 8 ივლისს გაიმართა. მაშინ პუტინმა უკრაინელი ჯარისკაცების მხირან პროვოკაციულ მოქმედებებზე ისაუბრა. მან ოლანდს და მერკელს მოუწოდა აქტიური გავლენა იმოქმედონ კიევზე “მინსკის ხელშეკრულების რეალიზებისათვის”.

banner
წინა სტატიაშიოლანდის თმის სტილისტი, მთავრობიდან, თვეში 10 ათას ევროს იღებს ხელფასის სახით
შემდეგი სტატია„გირჩი“ ვაშაძესთან, „ახლებთან“, ედპ-სთან, დავითაიასა და ხარატიშვილთან ერთად პროდასავლურ ცენტრს ქმნის?