ოკუპირებული ხერსონის მაცხოვრებლებმა უნდა დატოვონ რეგიონი, ხოლო ვისაც არ შეუძლია, მოემზადოს საომარი მოქმედებებისთვის, ეძებოს თავშესაფარი, წყალი და საკვები

“ოკუპირებული ხერსონის მაცხოვრებლებმა უნდა დატოვონ რეგიონი, ხოლო ვისაც არ შეუძლია, მოემზადოს საომარი მოქმედებებისთვის, ეძებოს თავშესაფარი, წყალი და საკვები”,- ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ განაცხადა.
მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია და ყველას არ აქვს შესაძლებლობა, მაგრამ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. ვინც ამას ვერ გააკეთებს, უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ თავშესაფარი ისევ საჭირო იქნება, ისევ აუცილებელია წყლის მარაგის მომზადება, საკვების მარაგი, რათა გადაურჩეს ჩვენი ჯარების შეტევას.
ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ბიჭები იმუშავებენ რაც შეიძლება ფრთხილად, რათა გადავარჩინოთ ყველა სიცოცხლე, მაგრამ ომი ომია.”-აცხადებს ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი: საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული
შემდეგი სტატიაგამოქვეყნდა ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაღუპული 70 უკრაინელი სპორტსმენის შესახებ