ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება სომხების გენოციდის აღიარებას აპირებს და სანაცვლოდ ოფიციალური ერევანისგან ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას ელოდება.

ე.წ. პარლამენტში აღნიშნავენ, რომ საკითხი საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ შარშან განიხილებოდა, თუმცა ოფიციალური მოთხოვნა სომხური დიასპორისგან ერთი დღის წინ მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტი უახლოეს დღეებში, საკითხს განსახილველად სესიაზე გაიტანს.

banner
წინა სტატიაშინატო–მ აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი ბატალიონის განთავსებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს გადაუსწრო