ნატო–მ აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი ბატალიონის განთავსებას მხარი დაუჭირა

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ბატალიონების განთავსებას მხარი დაუჭირეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ალიანსმა ბრიუსელში გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მიიღეს.

ოთხი ბატალიონი პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში განთავსდება. თითო ბატალიონის შემადგენლობა ათასამდე სამხედრო იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ალიანსმა რუსეთის შესაკავებლად მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვაში ნატო-ს ბატალიონს ბუნდესვერი უხელმძღვანელებს. დანაყოფის შემადგენლობაში რამდენიმე ასეული გერმანელი სამხედრო შევა

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ რუმინეთს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან.

“თუ ალიანსის რომელიმე მოკავშირეზე განხორციელდება თავდასხმა, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენებრგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : „ეს არის კორცხელის გადაფარვის მცდელობა”
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს