ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 27, 2020 11:24

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის“ ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელია.

როგორც იუწყებიან, სოხუმის ცენტრალურ რაიონებში, ასევე ოჩამჩირეში, გულრიფშის რაიონსა და პიცუნდაში ელექტროენერგია ღამის 02:00 საათიდან 04:00-მდე და დღის 15:00-17:00 საათამდე შეეზღუდებათ.

სოხუმის დასავლეთ ნაწილში და გუდაუთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე გაგრის რაიონში, დენი ღამის 02-დან 04-მდე და საღამო 17:00-დან 19:00-მდე გაითიშება.

გუდაუთის დასავლეთ ნაწილში, ასევე გალის და ტყვარჩელის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება ღამის 04:00-დან 06:00 საათამდე და საღამოს 19:00-დან 21:00 საათამდე.

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ დენის მოწოდება გრაფიკი შენარჩუნდება, ვიდრე ელექტროენერგიის დანაკლისი რუსეთიდან არ შეივსება. ამ საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 27, 2020 11:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,540
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics