ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ე.წ მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უკრაინის ქალაქ ნოვა კახოვკაში, სადაც დღეს, 6 ივნისს, დილით რუსებმა კახოვკას ჰესი ააფეთქეს, ოკუპანტების მიერ დანიშნულმა “მერმა”, ვლადიმირ ლეონტივმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საგანგებო რეჟიმის დაწესება სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებლად მოხდა და იგი ადგილობრივი დროით 6 ივნისის 12:00 საათიდან ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშივერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, დრო მოვიდა – დანილოვი
შემდეგი სტატია“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები! – ხაბეიშვილი