ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, დრო მოვიდა – დანილოვი

ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას, დრო მოვიდა, – ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსეთის აგრესიის ახალი ეტაპია.

„ამით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს – უკრაინის განადგურებას, უკრაინელების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და მოსახლეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურების განადგურებას“, – წერს დანილოვი საკუთარ სოციალურ ქსელში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ გაიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლების შტაბის სხდომა.

„შეხვედრის შედეგების მოკლე რეზიუმე ასეთია – არაფერი და არავინ, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დადგა“, – განაცხადა დანილოვმა.

banner
წინა სტატიაშიტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი გადააქცია იარაღად – კალასი
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ე.წ მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა