“დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან” – ამის შესახებ განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა გააკეთეს.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები მხარს უჭერენ ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ.
დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, – ნათქვამია ალარ კარისის, გიტანას ნაუსედასა და ედგარს რინკევიჩის ერთობლივ განცხადებაში.