ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა

ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ხანძრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ადგილობრივების თქმით, ნავთობის საცავში ოთხი 5000- ტონიანი ავზი იწვის.

დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც, სადაც საწყობები იწვის.

banner
წინა სტატიაში“გადავარჩინოთ სიცოცხლე” – ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიადავითულიანი – უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება