ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის ორი კანდდატი იბრძვის – მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი. მათ ცხინვალში გახსნილ საარჩევნო უბნებში დააფიქსირეს საკუთარი ხმა.

ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 40,4% შეადგინა.

საარჩევნო უბნები ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მოსკოვსა და სოხუმშიც არის გახსნილი.

banner
წინა სტატიაშიევროპის დღის ფარგლებში, „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება
შემდეგი სტატიაკაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია – ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს – “აზოვის” პოლკის ლეიტენანტი