კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია – ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს – “აზოვის” პოლკის ლეიტენანტი

“აზოვის” პოლკის ლეიტენანტმა ილია სამოილენკომ მარიუპოლში, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში გამართული ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ჩაბარება მიუღებელია.

“ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია. ჩემთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს”,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, “აზოვი” ებრძვის აგრესორს და მის ბარბაროსობას.

”ჩვენ ვებრძვით აგრესორს, მტერს, რომელსაც ტერორი მოაქვს უკრაინაში. ვიბრძვით მათი ბარბაროსობის წინააღმდეგ”,- აღნიშნა სამოილენკომ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა