ევროპის დღის ფარგლებში, „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით, ასევე, Erasmus+ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ორგანიზებით, 9 მაისს, დედაენის ბაღში ღონისძიება – „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება.

გამოფენა ევროპის დღის აღნიშვნას ეძღვნება და ევროპის ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ცოცხალი მუსიკის, საინფორმაციო სესიებისა და სემინარების მოსმენა შეეძლებათ.

პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შესაძლებლობები, რომელსაც
Erasmus + და ევროპის სოლიდარობის კორპუსი სასწავლო მობილობის, სტაჟირებისა და მოხალისეობის კუთხით სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს ევროკავშირის ქვეყნებში.

💥 20:00 საათზე სცენას ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდი Killages-ს დაიკავებს.

საკონტაქტო პირი: 593 616670 თამარ საგანელიძე

banner
წინა სტატიაშიაღიარებენ, რომ უნდა მოხდეს გადაყვანა, მაგრამ მიგვანიშნებენ, რომ საუბარია საქართველოს კლინიკაზე – მიხეილ სააკაშვილის ძმა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს