ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს ე.წ. „გამოძიება“ ე.წ. „სახელმწიფო სიმბოლოს“ შეურაცხყოფას, დამამძიმებელ გარემოებებში სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების უკანონო შეძენას, გადაცემას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებასა და ტარებას ედავება.

ირაკლი ბებუა 1-ელ ოქტომბერს  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – პაროლობანა: მოლაპარაკებებისა და რაუნდების შესახებ
შემდეგი სტატიასერგო ჩიხლაძე – რაც შეეხება პაატა მანჯგალაძის შესვლას, ის სიის მესამე ნომერია ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება