ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 356 ადამიანის კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4581-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 100 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2490 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავაც 47-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: შევქმნით დროებით კოვიდადმინისტრაციას და სწრაფად დავასტაბილურებთ სიტუაციას
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე – ამოიღეთ, რას ლარაკობდა ლუკაშენკო და დაადეთ კალაძის, კობახიძის ლაპარაკს – ნახავთ მსგავსებას, როგორი ცუდია ოპოზიცია და ისინი როგორი კარგები და ფუშფუშები არიან