გიორგი ბარამიძე – ამოიღეთ, რას ლარაკობდა ლუკაშენკო და დაადეთ კალაძის, კობახიძის ლაპარაკს – ნახავთ მსგავსებას, როგორი ცუდია ოპოზიცია და ისინი როგორი კარგები და ფუშფუშები არიან

ლუკაშენკოს მონებიც კობახიძესავით იგივეს ლარაკობენ, რომ ოპოზიცია გადატრიალებას აწყობს და ისინი არიან კრიმინალები. ამოიღეთ, რას ლარაკობდა ლუკაშენკო და დაადეთ კალაძეს, კობახიძეს და სხვა უტიფარი ადამიანების ლაპარაკს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ მთაწმინდის ოლქთან, ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერის შემდეგ კვლევებით განსაზღვრულ 42 პროცენტის ნახევარსაც ვეღარ აიღებს.

„არაერთხელ ვთქვით, რომ ივანიშვილი ცდილობს გახდეს ლუკაშენკო , მაგრამ საქართველო არ არის არც ბელორუსი, არც თურქმენეთი, არც ჩრდილოეთ კორეა. ლუკაშენკოს მონებიც კობახიძესავით იგივეს ლარაკობენ, რომ ოპოზიცია გადატრიალებას აწყობს და ისინი არიან კრიმინალები. ამოიღეთ, რას ლარაკობდა ლუკაშენკო წლების განმავლობაში არჩევნების შემდეგ და დაადეთ კალაძეს, კობახიძეს და სხვების, მანქურთების, უტიფარი ადამიანების ლაპარაკს და ნახავთ ზუსტ მსგავსებას, როგორი ცუდია ოპოზიცია, ისინი კი როგორი კარგები, ფუშფუშები, ქვეყანას როგორ აშენებენ და ოპოზიცია როგორ უშლის ხელს მათ. უფრო მეტიც, ახლა ისიც დაამატეს, რომ კორონას ავრცელებს ოპოზიცია და საერთოდ, ყველანაირი უბედურება, რაც კი დედამიწაზე არსებობს, ოპოზიციის ბრალია. უტიფარი ხალხია, ამიტომ გადაირჩია ხალხმა.

ყველანი ერთად ვაპროტესტებთ უტიფარ გაყალბებას არჩევნების, როცა საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ერთ და ორ პარტიას რამოდენიმე მანდატი დააკლდა, არა მთლიანობაში, ჯამშია ფუნდამენტურად არჩევნები გაყალბებული, რომლის შედეგი არის ივანიშვილის გადაბრძანება ოპოზიციაში – ეს განსაზღვრა ხალხმა და მთელი ოპოზიციის, პროდასავლური პარტიების კოალიციაში მოსვლა – ეს არის მოპარული ყველა უბანზე, ან პირდაპირ ურნებში ბიულეტენების ჩატენვით, გადაკეთება-გადმოკეთებით და ა.შ… უკვე „ღადაობა“ დაიწყო ხალხმა – „მსოფლიოს 7 საოცრება“ გადააკეთეს – „მსოფლიოს 97 საოცრებად“, ასე საოცრებები აკეთა ბიძინა ივანიშვილმა და იწერა ნოლიანის ნაცვლად 9-იანი. ყველამ იცის, რომ ტყუილია ეს ყველაფერი,“- განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაოლქო კომისიებთან ისევ მწვავე დაპირისპირებაა – ოპოზიციას პოლიცია ადმინისტრაციულ შენობებში არ უშვებს