ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების გაქირავების ამერიკულმა ვებგვერდმა ოპერირება დაიწყო – “ევროპული საქართველო” რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების უუნარობას ქვეყნის ეროვნული ინტერესები ეწირება.

გიორგი კანდელაკი მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლას ასახელებს, სადაც მამუკა ბახტაძეს არ მოუთხოვია რუსეთისათვის საქართველოს ოკუპაციის თემაზე სანქციების დაწესება.

ევროპული საქართველოში ფიქრობენ, რომ სწორედ ხელისუფლების უუნარობის შედეგია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების გაქირავების ამერიკულმა ვებ გვერდმა „Airbnb“-მ ოპერირება დაიწყო და ხშირად ის ბინები ქირავდება, რომელიც იქიდან გამოყრილ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

კანდელაკის თქმით, მაგალითად რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არ ოპერირებს „Airbnb”, რადგან უკრაინამ რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესება მოითხოვა.

„როცა გავაკრიტიკეთ პრემიერი გასულ კვირას სტრასბურგში გამოსვლისთვის და იმისთვის, რომ მან არ მოითხოვა სანქციებში საქართველოს ოკუპაციის თემატიკის შეტანა, ანუ არაფერი მოითხოვა. ამას ვგულისმობდით მათ შორის, რომ ყოფილიყო ახლა დაწესებული სანქციები ეკონომიკურ საქმიანობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერც ეს კომპანია და ვერც სხვა კომპანიები ცხვირსაც ვერ შეყოფდნენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში„არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი“ – კონფლიქტი გიგა ბოკერიასა და ანრი ოხანაშვილს შორის
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი:არ დაიჯეროთ – ეს არ არის დუტუ მეგრელის ლექსი!