„არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი“ – კონფლიქტი გიგა ბოკერიასა და ანრი ოხანაშვილს შორის

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 15, 2019 12:22

„არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი“ – კონფლიქტი გიგა ბოკერიასა და ანრი ოხანაშვილს შორის

საქართველოს პარლამენტის იურუიდიულ საკითხთა კომიტეტეზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს.

კომიტეტის თავმჯდომარე თითქმის ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან კონფლიქტში შევიდა. სხდომა დატოვეს გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ.

ანრი ოხანაშვილსა და გიგა ბოკერია შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა ბოკერიას ერთ-ერთ რეპლიკას დარბაზში მყოფი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ტაში მოჰყვა.

„ცოტა თავი გააკონტროლეთ, ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმის უნარი არ გაქვთ, რომ შეძახილების და ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და გარეთ დაუკარით, ან იქ მიბრძანდით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც დაუკრათ და შეძახოთ კიდეც“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამის შემდეგ კი ოხანაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა:

„ბატონი გიგა რომ არასამთავრობოების ინტერესებს იცავს, ეს კიდევ ახალი მოვლენაა და ბატონ გიგას, დღეს რომ გაეღვიძა და სასამართლო სისტემის მთავარი დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი. მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ ამ პროცესის გაწელვა. თქვენ არ გაგაჩნიათ შინაარსობრივი საკითხები და თუ გაქვთ, დავსხდეთ, გამოვალ აქ ტრიბუნასთან და ვისაუბროთ, იქ გამოჩნდება მერე რა არგუმენტები გაქვთ და როგორი წონადია თქვენი არგუმენტები. ნუ გაურბიხართ ამ დებატს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილს გიგა ბოკერიამ უპასუხა.

„პარლამენტში ტაშის დაკვრა და ემოციის გამოხატვა არის გაუგონარი ამბავი? ცემა-ტყეპა არის აბა, ჩვეულებრივი ამბავი? არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი“, – განაცხადა ბოკერიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 15, 2019 12:22

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,422
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics