ოკუპანტმა მოსახლეობა დანაღმულ ტერიტორიაზე გაუშვა, ვინც აფეთქებას გადაურჩა დახვრიტეს – სამხრეთის სარდლობა

ნიკოლაივის რაიონში უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე სამოქალაქო მანქანაში დასახიჩრებული და დახვრეტილი ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია უკრაინის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა.

წინასწარი მონაცემებით, მანქანები დანაღმულ ზონაში აფეთქდა, კოლონა ასევე დაბომბეს.

სარდლობის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას ცდილობდა, ოკუპანტებმა მათ ჯერ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი, ვინც აფეთქებას გადაურჩა, დახვრიტეს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის ორი დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 234 ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიაკულება – ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი