კულება – ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი

ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის სასტიკი ბრძოლა, ყველაზე დიდი ევროპის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.

მინისტრი უკრაინის პარტნიორებს მოიწოდებს, დააჩქარონ ქვეყნისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, განსაკუთრებით მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტექნიკის.

„მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით MLRS-ის, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და APC-ის“ – წერს კულება.

წინა სტატიაშიოკუპანტმა მოსახლეობა დანაღმულ ტერიტორიაზე გაუშვა, ვინც აფეთქებას გადაურჩა დახვრიტეს – სამხრეთის სარდლობა
შემდეგი სტატიაგუბერნატორი – ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს, დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე